სარეიტინგო ტურნირზე, 16 ქართველი იასპარეზებს | თავისუფალი ჭიდაობა
Aa
Aa

სარეიტინგო ტურნირზე, 16 ქართველი იასპარეზებს | თავისუფალი ჭიდაობა

ხვალიდან, ალბანეთის დედაქალაქი ტირანა, 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი დაიწყება.
პირველად საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და ორ დღეში - 26 და 27 თებერვალს ათივე წონით კატეგორიაში გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტირანაში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა:

რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი, დავით აბდალაძე (ორივე 61 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), გიორგი ელბაქიძე, ოთარ ბაგაური (ორივე 74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე, თორნიკე თულაშვილი (ორივე 79 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი, თამაზ ნიკოლეიშვილი (ორივე 86 კგ), მირიან მაისურაძე, თეიმურაზ ქოჩქიანი (ორივე 92 კგ), დათო ფირუზაშვილი (97 კგ), სოლომონ მანაშვილი, გივი მაჭარაშვილი (ორივე 125 კგ).

მთავარი მწვრთნელი დავით ხურცია. მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი. ექიმ-რეაბილიტოლოგები: თემურ მგელაძე, ლევან ფილოიანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გენო პეტრიაშვილი წლის მოჭიდავედ დასახელდა
გენო პეტრიაშვილი წლის მოჭიდავედ დასახელდა