ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ჯერ სათასო მატჩზე ვფიქრობთ, მაგრამ გეგმა ლივერპულისთვისაც გვაქვს“ - ენრიკე

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხელიგელ „სტად ბრიოშინს“ შეხვდება. მატჩის წინ პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლუის ენრიკე:

„ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვცდილობთ ფეხბურთელებთან დაკავშირებით არასოდეს გავრისკოთ. ტრავმები ხდება, ეს ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები მატჩის ბოლო წუთებზეც კარგ ფიზიკურ კონდიციებში არიან და ბევრს დარბიან, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თამაშისგან სიამოვნებას იღებენ.

არის თუ არა გუნდი იდეალურ ფორმაში? ჩემი აზრით, იდეალური ფორმა ფეხბურთში არ არსებობს. ყოველთვის აუცილებელია დამატებით მუშაობა და გაუმჯობესება. „ლიონთან“ მატჩში მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში გამოვიყურებოდით დაცვაში ცუდად, თუმცა მთელი დანარჩენი დრო კარგად ვითამაშეთ.

„ლივერპულთან“ მატჩისთვის მომზადება? ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ, თუმცა „ლივერპულთან“ დაკავშირებითაც გვაქვს გეგმა. გვსურს, გუნდი კონკურენტული იყოს მიუხედავად იმისა, თუ ვის ვეთამაშებით.

ვემზადებით თუ არა 11-მეტრიანების სერიისთვის? ფეხბურთელები ვარჯიშზე ყველაფრისთვის ემზადებიან, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პენალტების სერიამდე საქმე არ მივა“.

ცნობისთვის, „სტად ბრიოშინისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 27 თებერვალს, თბილისის დროით 00:10 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ექსპერიმენტებს ბრწყინვალედ მოერგო“ - ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი ხვიჩაზე
„ექსპერიმენტებს ბრწყინვალედ მოერგო“ - ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი ხვიჩაზე