ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი ბარსელონაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება | ინსაიდერი

„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი „ბარსელონაში“ უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი. ალექს კანდალი ავრცელებს. ეს ის ინსაიდერია, რომელმაც მესის „ინტერ მაიამიში" გადასვლა პირველმა დააანონსა.

წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი მზად არ არის კარიერა მანამდე დაასრულოს, სანამ განახლებულ „კამპ ნოუზე“ არ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა.

გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.

ლეო „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. კლუბთან მისი მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი.

Transfermarkt-ზე მესის საბაზრო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონი დიდებულად დაიწყო - მესის ორი საგოლე პასი ნიუ-იორკ სიტისთან
სეზონი დიდებულად დაიწყო - მესის ორი საგოლე პასი ნიუ-იორკ სიტისთან