ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
გამოცემა Sofascore-მა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის განვლილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
კვარაცხელიამ 8.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ლიგა 1-ის ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: მეტიუ რაიანი (ლანსი) – 7.9
დაცვა: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) – 8.7, ჯუბალი (ოსერი) – 9.4, კლემან აკპა (ოსერი) – 8.2, ნიკოლა პალუა (ნანტი) – 7.7
ნახევარდაცვა: არონ დონუმი (ტულუზა) – 9.8, ფლორან ტარდიო (სენტ-ეტიენი) – 7.7, ჰიმად აბდელი (ანჟე) – 8.1, ჰაკონ ჰარალდსონი (ლილი) – 8.4
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (ტულუზა) – 8.6, ირვინ კარდონა (სენტ-ეტიენი) – 9.1
შეგახსენებთ, რომ განვლილ ტურში როგორც კვარაცხელიამ „ლიონთან“ მატჩში საგოლე პასი შეასრულა, პარიზელებმა კი 3:2 იმარჯვეს.
ხვიჩას ყველა ეპიზოდი „ლიონთან“: