„ექსპერიმენტებს ბრწყინვალედ მოერგო“ - ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი ხვიჩაზე
ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი „ლიონის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე წერს და აღნიშნავს, რომ ქართველ ფეხბურთელს პსჟ-ში ექსპერიმენტების თავს ბრწყინვალედ ართმევს.
რა წერია ლიგა 1-ის სტატიაში:
პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს სასტარტო თერთმეტეულში ექსპერიმენტების არ ეშინია და ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე ახალი როლი გამოუნახა.
პსჟ-მა ბოლო ორ მატჩში ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტი“ დაამარცხა, შემდეგ კი ლიგა 1-ში ლიონი. კვარაცხელია კი ორივე მატჩში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ამ ორ მატჩში მან სამ გოლში მიიღო მონაწილეობა - გოლი და 2 საგოლე გადაცემა.
იმის მიუხედავად, რომ ის კარიერის უმეტესი პერიოდის განმავლობაში მარცხნივ თამაშობდა, მარჯვენა ფლანგზე ახალ როლს შეუფერხებლად შეეგუა. ეს კი პირველ რიგში კარგია პსჟ-სთვის, რომელსაც შეუძლია, რომ შეტევაში ძლიერი ტრიო ჰყავდეს - ბარკოლასთან და დემბელესთან ერთად.
როდესაც კვარაცხელია პსჟ-ში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩამოვიდა, ერნიკემ მაშინვე სასტარტოში, მარცხენა ფლანგზე დააყენა და დემბელესთან და ბარკოლასთან პოზიციებს ხშირად ცვლიდა, ახლა კი მარჯვენა ფლანგზე გაიბრწყინა და ბრწყინვალე სპექტაკლი შემოგვთავაზა. გასულ კვირას, ბრესტთან 7:0 გამარჯვების შემდეგ პსჟ-ის ახალწვეულმა გაითავისა, რომ მისი გუნდთან ადაპტაცია უკვე დასკვნით ფაზაშია და ეს ბრწყინვალედ აისახა ლიონთან მატჩში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ლიონის“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
კვარას მომენტები ლიონთან: