ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ლიგა 1-ის გუნდების კოშმარი“ | ფრანგული გამოცემის სტატია კვარაცხელიაზე

ფრანგულმა საფეხბურთო პორტალმა, Foot01-მა „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. „კვარაცხელია - ლიგა 1-ის კოშმარი“, - ასეთია მისი სათაური და ავტორი ქართველ გარემარბს აქებს.

ზამთარში გაფორმებული ხვიჩა კვარაცხელიას გამო, პარი სენ-ჟერმენის მეტოქეებს ცივი ოფლი ასხამთ.

„პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა იცდიდა და ფეხბურთელი, რომლის შეძენაც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდოდა, 70 მილიონ ევროდ გადაიყვანა. ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება სურდა და პსჟ დაარწმუნა, დიდი ძალისხმევა გაეღო, რათა აურელიო დე ლაურენტისი თავისი ვარსკვლავის გაყიდვაზე დაეყოლიებინა.

საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლისთანავე, 24 წლის ვარსკვლავი მიხვდა, რომ მისი სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე, პრესა არაფერს აპატიებდა და კრიტიკა მალევე დაიწყო. თუმცა, კვარა პანიკაში არ ჩავარდნილა და ახლა, მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლიონთან გამართული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ თამაშში, ყოფილმა ნეაპოლელმა მოედანზე 68 წუთი გაატარა და შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა - 61 შეხება, 7 წარმატებული დრიბლინგი, 4 საკვანძო გადაცემა, 13 მოგებული ორთაბრძოლა და 1 საგოლე გადაცემა.

მაშინ, როცა კვარას თამაში საფრანგეთში უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტისა და კონსულტანტის აღფრთოვანებას იწვევს, იტალიაში იცოდნენ, რომ ხვიჩა პარი სენ-ჟერმენს დაეხმარებოდა. Tuttomercatoweb-ის ჟურნალისტი, პიერპაოლო მატრონე დარწმუნებულია, რომ ქართველი ფეხბურთელი ვარსკვლავური პსჟ-ს გამორჩეული მოთამაშე კი არ იქნება, არამედ კილიან მბაპეს გარეშე დარჩენილი გუნდის ნომერ პირველი ფეხბურთელი გახდება“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, პსჟ-მა სატურნირო ცხრილში 59 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს. კვარაცხელიას გუნდი ლიგა 1-ის მომდევნო შეხვედრას 1-ელ მარტს, „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე
„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე