ალჯო: ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, შემდეგი ევლოევი უნდა იყოს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალჯამეინ სტერლინგმა მოვსარ ევლოევზე ილაპარაკა.
ალჯომ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუს მებრძოლს სატიტულო ჩხუბის შანსი არ ეძლევა.
„აქ აშკარად მოვსარი უნდა იყოს. არც ერთი ჭკუათმყოფელი მებრძოლი უარს არ იტყვის სატიტულო ბრძოლაზე. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, შემდეგი ევლოევი უნდა იყოს“- დაწერა სტერლინგმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. ჩხუბი 14 აპრილს, აშშ-ში გაიმართება და მათი დაპირისპირება UFC 314-ის მთავარი მოვლენა იქნება.