ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„ილიას მეტოქე შეიძლება ამის შემდეგ გაირკვეს“ - რას ამბობს არიელ ჰელვანი

ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ თავის YouTube-პოდკასტში ილია თოფურიას პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შესაძლოა, UFC-ი ბელალ მუჰამადისა და ჯედ დელა მადალენას ჩხუბს ელოდებოდეს და სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობა. 

რას ამბობს არიელ ჰელვანი:

„ჩემი აზრით, UFC-ს სურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ბელალ მუჰამედი ქვესაშუალო წონის ჩემპიონი არაა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, ბელალს რომ სატიტულო ჩხუბი არ მიეღო. ვფიქრობ, მათ ურჩევნიათ, რომ ჯეკ დელა მადალენამ მოიგოს, ან ისლამი ავიდეს ამ წონაში და ბელალ მუჰამედს ეჩხუბოს.

ყველა კმაყოფილი იქნება: ისლამი მიიღებს მეორე ქამრისთვის ბრძოლის შესაძლებლობას, UFC კი ილიასა და ოლივეირას ჩხუბს ჩანიშნავს და არც ჩარლზისთვის მიცემული პირობა დაირღვევა. პრობლემა ისაა, რომ ისლამს და ბელალ მუჰამედს ერთმანეთთან ჩხუბი არ სურთ. ეს პრობლემა მოგვარდება, თუ ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა გახდება“.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, UFC 315-ზე ქვესაშუალო წონის წონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი სატიტულო ჩხუბში ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. 

რაც შეეხება თოფურიას, მან ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევთან მხოლოდ ერთი შანსი ექნება“ - ომალის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა
„მახაჩევთან მხოლოდ ერთი შანსი ექნება“ - ომალის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა