ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგის ფინალი აშშ-ში? მე არაფერი მსმენია“ - ჩეფერინი

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა სლოვენიურ გამოცემა Delo-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის შეაფასა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, გადატვირთული საფეხბურთო კალენდარი და სხვა საკითხები.

ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე: მე მხოლოდ დადებითი შეფასებები მესმის. თავდაპირველად ამ ფორმატს აკრიტიკებდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უკმაყოფილონი არიან, როდესაც რაიმე იცვლება. ვფიქრობ, მათი 99% ახალი ფორმატით ახლა კმაყოფილია. ტურნირი ახლა უფრო ნაკლებად პროგნოზირებადია, ეს ფორმატი წარმატებული აღმოჩნდა და ამაზე რეიტინგებიც მეტყველებს. სამივე ევროტურნირი (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა) წარმატებულია. სპონსორებს მოსწონთ, რომ პატარა კლუბებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, ეს კი შემოსავალს უზრდის როგორც უეფას, ასევე მაუწყებლებს, რომლებიც ამ ტურნირებს აშუქებენ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი აშშ-ში? ჩემპიონთა ლიგის ფინალების სხვა კონტინენტზე გამართვა არ განიხილება. ძალიან მიკვირს, რომ არაერთი გამოცემა, რომელიც თავს რესპექტაბელურს უწოდებს, აქვეყნებს ასეთ ინფორმაციას და ჩვენთან ამას არც კი ამოწმებს. ალბათ, ამ საკითხზე რომ მოლაპარაკებები გვქონოდა, მეც მეცოდინებოდა.

გადატვირთული კალენდარი: კალენდარი დატვირთულია, ახალი ტურნირებისთვის ადგილი აღარაა, ფეხბურთელები ბევრ მატჩს მართავენ, შესაძლოა, ძალიან ბევრს, მაგრამ, ძირითადად, წუწუნებენ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები. ეს კომპლექსური სიტუაციაა: კლუბებს მეტი მატჩი სჭირდებათ, რათა მათ მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდა შეძლონ. მატჩების რაოდენობა რომ შემცირდეს, კლუბების ბიზნესი არამდგრადი გახდება. ყველა მხრიდან მესმის, რომ უეფასა და ფიფას „მხოლოდ ფული აინტერესებთ“, მაგრამ უეფა თავისი შემოსავლების 97%-ს ისევ ფეხბურთში აბრუნებს.

ვინისიუსს საუდის არაბეთში მილიარდ დოლარს სთავაზობენ? ამ ინფორმაციას ისეთივე სერიოზულობით ვეკიდები, როგორც ცნობებს, თითოს ჩემპიონთა ლიგის მატჩები ევროპის ფარგლებს გარეთ ჩატარდება. არ ვიცი, სიმართლეა ეს თუ არა. ეს ძალიან დიდი თანხაა, რომელსაც არანაირი ფინანსური საფუძველი არ აქვს, მაგრამ თუ საუდის არაბეთის რომელიმე კლუბი მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტოქის ფეხბურთელები მაიმუნებს შეადარა | მოურინიო რასისტულ სკანდალში გაეხვა
მეტოქის ფეხბურთელები მაიმუნებს შეადარა | მოურინიო რასისტულ სკანდალში გაეხვა