„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი, ხულიან ბურგოსი „მამარდას“ ბოლოდროინდელ ასპარეზობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოხდა ის, რაც თვეების წინ, ყველას წარმოუდგენელი ეგონა.
„ის, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, რეალობად იქცა. დებატებია დაწყებული თუ ვინ უნდა იყოს, ვალენსიას ძირითადი გოლკიპერი. მეკარე სასწაული, გიორგი მამარდაშვილი, მიწაზე დაეშვა. ბოლო შეხვედრებში, დაუშვა შეცდომები, რომლებიც ადრე მისგან წარმოუდგენელი იყო სევილიასთან, მამარდაშვილის მიერ ბოლო წამზე დაშვებული შეცდომის გამო, ვალენსიამ ორი ქულა დაკარგა. ვილიარეალისა და ატლეტიკოსგან გაშვებული გოლებისას, შეეძლო, მეტი გაეკეთებინა. აშკარა შეცდომების გარდა, სტატისტიკაც მის წინააღმდეგაა და რამდენიმე დღის წინ, ლა ლიგის მეკარეთა შორის, სეივების რაოდენობით ბოლო ადგილს იკავებდა.
მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელის სტატუსით კიდევ 13 შეხვედრას გამართავს. როგორც კი სეზონი დასრულდება, ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება. გიორგი ლივერპულს მიჰყიდეს და მომდევნო სეზონს წითლების რიგებში ჩაატარებს. ეს არ ნიშნავს, რომ მამარდაშვილი ვალენსიას უმაღლეს დივიზიონში დასატოვებლად ყველაფერს არ გააკეთებს, თუმცა, ფაქტია, რომ მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი იქნება.
კარლოს კორბერანისთვის, მამარდაშვილი კვლავინდებურად ნომერ პირველი გოლკიპერია, მაგრამ არავინ გამორიცხავს, რომ სეზონის ბოლოსკენ, ძირითადში დიმიტრიევსკი დააყენოს. ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე თამაშს უკეთ აკონტროლებს და კორბერანის სათამაშო სტილს უკეთ ერგება. გარდა ამისა, სტოლემ კოპა დელ რეიზე ბრწყინვალედ იასპარეზა, მაგრამ ბარსელონასთან 0:5-ით წაგებულმა მატჩმა, შესაძლოა, მის წინააღმდეგ იმოქმედოს. გადაწყვეტილება კორბერანმა უნდა მიიღოს. 13 ტური და ერთი მიზანი. ბოლო 13 ტური მეკარით, რომელიც წარსულისგან განსხვავებით, აუღებელ ბურთებს ვეღარ იღებს“.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 3 მარტს გამართავენ და „ოსასუნას“ დაუპირისპირდებიან.