გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

ქართველი ვიკინგი ოქტაგონზე ბრუნდება | ვინ არის ქუთათელაძის მომდევნო მეტოქე

გურამ ქუთათელაძე UFC-ის ოქტაგონს უბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართველი ვიკინგის“ მომდევნო მეტოქე კაუე ფერნანდესი გახლავთ და მათი დაპირისპირება 22 მარტს ჩანიშნულ ღონისძიებაზე გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ლეონ ედვარდსისა და შონ ბრედის ჩხუბია.

რამდენიმე საათის წინ, ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მალე ახალ მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით, სიახლეს მოგვაწვდიდა. მოგვიანებით, ფერნანდესმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, გულშემატკივრებს გურამთან ჩხუბის ჩანიშვნის შესახებ აუწყა, შემდეგ კი, ეს ინფორმაცია MMA-ის გავლენიანმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომელთა შორის მარსელ დორფიცაა.

კაუე ფერნანდესი 29 წლის მებრძოლია და კარიერაში 11 ორთაბრძოლა გაუმართავს. მის ანგარიშზე 9 მოგება და 2 წაგებაა. ფერნანდესმა 5-ჯერ ნოკაუტით მოიგო, 2-ჯერ საბმიშენით იმარჯვა, 2-ჯერ - მსაჯების გადაწყვეტილებით. UFC-ში მას ორი ჩხუბი აქვს გამართული და მარკ დიაკისესთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა, მოჰამედ იაჰიას კი ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.

ცნობისთვის, ქუთათელაძემ ბოლო ბრძოლა 3 აგვისტოს გამართა და ჯორდან ვუჩენიჩი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მანამდე, „ქართველი ვიკინგი“ ელვეს ბრენერს დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში, ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორიე თოფურიაზე: სატიტულო ბრძოლას ეგრევე მივცემდი
პორიე თოფურიაზე: სატიტულო ბრძოლას ეგრევე მივცემდი