ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალის მიმართ ინტერესს რამდენიმე დიდი კლუბი იჩენს, მათ შორისაა რეალი

მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ლამინ იამალის გაფორმებით იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა „ბარსელონას“ 17 წლის ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა ამის საპასუხოდ განაცხადა: „შანსი არ არსებობს“. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში, იამალმა 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 16 ასისტი მიითვალა. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლამდეა გათვლილი, თუმცა მედიის ინფორმაციით, კლუბი მასთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, როგორც კი ის 18 წლის გახდება.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, იამალის წლიური ხელფასი 8 მილიონი ევრო იქნება, რის შემდეგაც ის რობერტ ლევანდოვსკისა და ფრენკი დე იონგის შემდეგ „ბარსას“ რიგით მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ იამალი ბარსელონას გაზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წელს ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის იგეგმება გახანგრძლივება - იამალის კონტრაქტის დეტალები
როდის იგეგმება გახანგრძლივება - იამალის კონტრაქტის დეტალები