ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

არც ფული მჭირდება და არც გამომწერები - იბრაჰიმოვიჩი მილანს იცავს

„მილანი“ მიმდინარე სეზონში ისე ნამდვილად ვერ თამაშობს კრიტიკოსებს სათქმელს რომ არ უტოვებდეს - 25 თამაშში დაგროვებული 41 ქულით გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და იქიდან გამომდინარე, რომ ლიდერ თანაქალაქელ „ინტერს“ 16 ქულით ჩამორჩება, ამ გუნდის საჩემპიონო ბრძოლაში ჩართვაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა, არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ შავ-წითლები ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშეც დარჩნენ.

მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას ჯერჯერობით კატეგორიულად გამორიცხავს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ლომბარდიული გრანდის მრჩევლად დაინიშნა. ლეგენდარულ შვედს იმედი მაქვს, რომ ისინი მეოთხეზე მყოფ „იუვენტუსთან“ 8-ქულიან ჩამორჩენას გააბათილებენ. თანაც, ისიც აღსანიშნავია, რომ „მილანს“ „ვეკია სინიორასთან“ შედარებით მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რას ამბობს იბრაჰიმოვიჩი

„მილანი“ განსაკუთრებული მენტალიტეტის მქონე კლუბია, რომელიც მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და მისი იოლად დამარცხება არავის გამოსდის. ეს ისტორიულად ასე იყო და ჩვენს მტრებს ამ მხრივ რაიმეს შეცვლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. პატარა ჩავარდნები არაფერს ნიშნავს და მისი გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია.

როგორ მოხდა ჩემი მრჩევლის პოზიციაზე დანიშვნა? ყველაფერი კლუბის ახლანდელი მფლობელის ჯერ კარდინალეს დამსახურებაა, რომელმაც ამ როლის მორგება შემომთავაზა. სიმართლე გითხრათ, ყოველდღიური ვარჯიშებისგან თავისუფალი რომ ვარ, თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ, რადგან ოჯახის წევრებს მეტ დროს ვუთმობ.

ვინც ჩემს ინსტაგრამ-გვერდს თვალყურს ადევნებს, იქ ჩემი მეუღლისა და შვილების ფოტოებს ვერ ნახავს, რადგან ოჯახის წევრები ჩემი სიწმინდეა - მათზე ლაპარაკისა და განხილვის უფლებასაც არავის მივცემ. არც ფული მჭირდება და არც გამომწერები. ასევეა „მილანი“. თავის დროზე ამ კლუბის თავდასხმაში ვიყავი, ახლა კი დაცვაში ვარ და როსონერიზე ცუდის მთქმელს მაშინვე საკადრისი პასუხი გაეცემა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ერთად 2-ჯერ (2011, 2022) სკუდეტო, ერთხელ კი (2011) იტალიის სუპერ თასი მოიგო. საერთო ჯამში შავ-წითლების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 163 შეხვედრაში იბრამ 93 გოლი გაიტან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: გოგლიჩიძის თამაშმა იბრაჰიმოვიჩი მოხიბლა
იტალიური მედია: გოგლიჩიძის თამაშმა იბრაჰიმოვიჩი მოხიბლა