ლიონელ მესი
Aa
Aa

მსაჯი, რომელმაც მესის ავტოგრაფი სთხოვა, 6 თვით დისკვალიფიცირებულია

მექსიკელ მსაჯს, ანტონიო ორტის ნავას, რომელმაც ლიონელ მესის ავტოგრაფი ჩამოართვა, მუშაობა დროებით აუკრძალეს. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.

20 თებერვალს, კონკაკაფის ჩემპიონის პირველ ტურში, „ინტერ მაიამისა“ და „კანზას სიტის“ მატჩის შემდეგ, არბიტრი მესისთან მივიდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნათესავისთვის ავტოგრაფი სთხოვა.

შედეგად, კონკაკაფმა განაცხადა, რომ მექსიკელი მსაჯის მიმართ დისციპლინარული სასჯელი მიიღო - კერძოდ, ნავას ორგანიზაციის ტურნირებზე მსაჯობა 6 თვით აეკრძალა. ამასთან, მას უფლება ექნება მექსიკის ჩემპიონატის მატჩები განსაჯოს.

36 წლის მექსიკელი კარიერის განმავლობაში 381 მატჩის არბიტრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონი დიდებულად დაიწყო - მესის ორი საგოლე პასი ნიუ-იორკ სიტისთან
სეზონი დიდებულად დაიწყო - მესის ორი საგოლე პასი ნიუ-იორკ სიტისთან