ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი
Aa
Aa

კობი ლებრონზე მაღლა დგას - ფაჩულიას თანაგუნდელის შეფასება

მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი, ლებრონ ჯეიმსი - როდესაც NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის შესახებ იწყება საუბრები და კამათი, წინა პლანზე სწორედ ამ სამი ლეგენდის სახელი და გვარი გამოდის. არსებობს ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პარალელების გავლების დროს, ტრიო დუეტად იქცევა და საუკეთესოს ჯორდანსა და ლებრონს შორის ირჩევენ, რაც ბევრს აღიზიანებს. სწორედ მათ რიგებს მიეკუთვნება მეტ ბარნსი, რომელიც 2017 წელს ზაზა ფაჩულიასთან ერთად, „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა.

რას ამბობს ბარნსი

ხშირად ხდება ასე და მეუცნაურება ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი, ან ყოფილი კალათბურთელი, რომელიც საკუთარ თავს სპორტის ამ სახეობის ექსპერტად მიიჩნევს, კობი ბრაიანტს ყველა დროის საუკეთესო ხუთეულიდან, ხანდახან კი ათეულიდანაც აგდებს, რაც სრული მარაზმია. იცით რატომ? ყველა მოთამაშე, რომელსაც კობისთან ერთად, ან მის წინააღმდეგ უთამაშია, აღნიშნავს, რომ მას მომაკვდინებელი სროლა და ენერგია ჰქონდა. ჩემთვის კი ეს სიურპრიზი არ გახლავთ, რადგან ვფიქრობ, რომ კობი ჯეიმსზე მაღლა დგას.

ჩემი დიდი პატივისცემა ჯეიმსს - ის საოცრად მიზანდასახული მოთამაშეა, რომელმაც კარიერის მსვლელობისას, თავისთვის ახალი ჰორიზონტებიც გახსნა. ვიტყოდი ასე - ის სხვებისგან გამოირჩევა იმით, რომ მიაღწია ისეთ რაღაცეებს, რაც ბევრისთვის აქამდე წარმოუდგენელი ჩანდა. წმინდა საკალათბურთო უნარებით კი, ჯეიმსი როგორც ბრაიანტს, ასევე ჯორდანს ჩამოუვარდება.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსი მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი უნიკალური მიღწევით შევიდა ისტორიაში და გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ში, რომელმაც შვილთან ერთად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრამპის განკარგულებით ამერიკელი გმირების ეროვნულ პარკში კობი ბრაიანტის ქანდაკება დაიდგმება
ტრამპის განკარგულებით ამერიკელი გმირების ეროვნულ პარკში კობი ბრაიანტის ქანდაკება დაიდგმება