ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„მახაჩევთან მხოლოდ ერთი შანსი ექნება“ - ომალის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა ილია თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლაზე ისაუბრა და ისლამ მახაჩევთან შესაძლო ჩხუბის შემთხვევაში, მისი შანსები შეაფასა.

რას ამბობს უელჩი:

„თოფურიას დანოკაუტების შანსი ნამდვილად ექნება, რადგან კარგი დამრტყმელია, მას მოწინააღმდეგის ნოკაუტში ჩაგდება ერთი დარტყმით შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ, როგორც კი ისლამი მას მიწაზე გადაიყვანს, მაშინვე შებოჭვაზე დაიჭერს და ყველაფერი დასრულდება“.

„ვფიქრობ, მახაჩევს მისი მიწაზე გადაყვანა არ გაუჭირდება. როდესაც ტრადიციულ დგომში მყოფ მებრძოლს ხვდები, არც ისე რთულია თეიქდაუნზე შესვლის სწორი დრო იპოვო. ბუნებრივია, თოფურიას გულშემატკივრები იტყვიან, რომ ილიას კარგი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ აქვს, მაგრამ ისლამთან თავისი უნარების ჩვენება ძალიან გაუჭირდება“.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ძალიან კარგი გრეპლერია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისლამი ძალიან ძლიერია, იმაზე ძლიერი, ვიდრე ეს თოფურიას წარმოუდგენია. ამ ბრძოლაში მახაჩევი თავის საუკეთესო ვერსიას გვაჩვენებს“.

შეგახსენებთ, თოფურია ჩემპიონის ქამრის მფლობელი გასული წლის თებერვალში გახდა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა, ახლა კი მსუბუქ წონაში გადავიდა და შესაბამისად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე