ილია თოფურია
Aa
Aa

ცარუკიანი არ აინტერესებს - თოფურიას მხოლოდ ისლამთან ჩხუბი სურს

ბოლო პერიოდში შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის UFC-ის მოყვარულების მთავარი სალაპარაკო თემა ილია თოფურიას უკავშირდება. 28 წლის ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონით დივიზიონში გადაინაცვლა, სადაც ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.

იქიდან გამომდინარე, რომ თავის წონაში მოპოვებული ქამარი დათმო, გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ „ელ მატადორს“ ზედა წონაში პირდაპირ საჩემპიონო ჩხუბს არ მისცემდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ილიას მთავარი მიზანი სწორედ ისლამთან დაპირისპირებაა და სხვებთან დროის კარგვას არ აპირებს. ქართველ მებრძოლთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ თოფურიას არმან ცარუკიანთან ბრძოლის ჩანიშვნა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მახაჩევთან საჩემპიონო ჩხუბით არის დაინტერესებული.

თავის მხრივ დენა უაითმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეეცადა ქართველი და დაღესტნელი მებრძოლების დაპირისპირების ჩანიშვნას, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გამოდის და თან დააყოლა, რომ მსუბუქ წონაში ისლამის გარდაც არსებობენ სხვა სპორტსმენები, რომელთა თოფურიასთან შერკინებაც საინტერესო სანახავი იქნება.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორიე თოფურიაზე: სატიტულო ბრძოლას ეგრევე მივცემდი
პორიე თოფურიაზე: სატიტულო ბრძოლას ეგრევე მივცემდი