ანჩელოტი: მოდრიჩი ფეხბურთისთვის საჩუქარია
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლუკა მოდრიჩს კიდევ ერთხელ შეაქო და ის სერია A-ს ლეგენდას, პაოლო მალდინის შეადარა.
იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ხორვატს შეუძლია მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელებას იმის მიუხედავადაც, რომ მისი კონტრაქტის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.
„მოდრიჩი ფეხბურთისთვის საჩუქარია. დაე ითამაშოს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოისურვებს. ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. გაგვიმართლა, რომ შემადგენლობაში ასეთი ლეგენდა გვყავს. მე მყავდა სხვა ფეხბურთელი, რომელიც 40 წლის იყო - მალდინი. ისინი შეიძლება ერთმანეთს შეადარო იმ კუთხით, თუ როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი. ისინი საუკეთესო მისაბაძი მაგალითები არიან“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში მოდრიჩმა 39 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა. „რეალთან“ მისი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდეა გათვლილი.