პორიე თოფურიაზე: სატიტულო ბრძოლას ეგრევე მივცემდი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ლეგენდამ და ყოფილმა ჩემპიონმა, დასტინ პორიემ ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ამერიკელი მებრძოლის თქმით, ილია თოფურია, რომელმაც წონითი დივიზიონი ცოტა ცოტა ხნის წინ შეიცვალა, სატიტულო ბრძოლას დაუყოვნებლივ იმსახურებს.
„ილია სწორად მოიქცა, როდესაც ქამარი გაათავისუფლა და არ შეაყოვნა დივიზიონი, სადაც ბიჭები ბევრს შრომობენ, რომ სატიტულო ჩხუბი მოიპოვა. მე მას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არსად გადავკვეთილვართ? მიიღებს თუ არა ის სატიტულო ბრძოლას ეგრევე? რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მდგომარეობაა მსუბუქ წონაში ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ადამიანს, რომელმაც ქამარი გაათავისუფლა, წონა შეიცვალა, მაქს ჰოლოუეი დააფინიშა, მე ქამრისთვის ბრძოლას ეგრევე მივცემდი“, - თქვა პორიემ.
შეგახსენებთ, 20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის მიმდინარე წლის აპრილში ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ, მათი ბრძოლა UFC 314-ზე შედგება, მსუბუქ წონაში ილია თოფურიას მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა.
თოფურიამ ჩემპიონის ქამარი გასული წლის თებერვალში დაისაკუთრა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში სწორედ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ამის შემდეგ თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.