ისრაელ ადესანია
Aa
Aa

ახლა მხოლოდ მოდუნების დროა - ადესანია ტიტულზე აღარ ფიქრობს

ისრაელ ადესანიას ბოლო დროს ჩატარებული ბრძოლებიდან გამომდინარე ბევრს უჩნდება იმის განცდა, რომ ნიგერიელი სპორტსმენი ძველ დიდებას ვეღარ დაიბრუნებს და მისთვისვე უკეთესი იქნება, თუ კარიერის დასრულების თაობაზე გამოაცხადებს. როგორც ჩანს, თავად აფრიკელიც ხვდება, რომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა და ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ქამრის დაბრუნებას აღარ ცდილობს, რადგან იცის, რომ ეს რეალობას აღარ შეესაბამება.

ისრაელ ადესანია

მიტრიალებს თუ არა გონებაში სატიტულო ბრძოლა ისევ? სრულებითაც არა. UFC-სთან პირველი კონტრაქტის გაფორმების დროსაც კი არ მივისწრაფოდი ქამარისკენ, უბრალოდ ბრძოლებს ვატარებდი და ველოდებოდი იმ მომენტს, როდესაც ჩემი შრომა დაფასდებოდა.

კარგად მახსოვს დრიკუს დუ პლესისთან ბრძოლამდე რა აზრებიც მიტრიალებდა თავში: „მე არ მჭირდება ტიტული, რადგან ვიცი, რომ ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან აუცილებლად მივიღებ“. ახლახანს იმავოვთან წაგებულმა შეხვედრამ კი დამაფიქრა: „იცით რა, არც არაფერს აღარ ველოდები, თუ მოხდა ისე, რომ ისე მოვახერხე დიდების მწვერვალზე ასვლა, თავადვე გაოგნებული დავრჩები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოვდუნდები და ცხოვრებით დავტკბები“.

ცნობისათვის, ისრაელ ადესანია საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ, ზედიზედ სამჯერ დამარცხდა - მას საშუალო წონით დივიზიონში შონ სტრიკლენდმა, დრიკუს დუ პლესიმ და ნასურდინ იმავოვმა აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განახლებული რეიტინგები | იმავოვი საშუალო წონაში პირველზეა
განახლებული რეიტინგები | იმავოვი საშუალო წონაში პირველზეა