მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

„ორივეს უნდა ერთმანეთთან ბრძოლა“ - დენა უაითი მერაბისა და ომალის რემატჩზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა UFC Fight Night Seatle-ს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის შესაძლო რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორივე მებრძოლს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩხუბი უნდა.

დენა უაითმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გაიმართება თუ არა „შუგას“ და „მანქანას“ რემატჩი, მოკლედ უპასუხა: „ორივე მებრძოლს სურს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩხუბი და ვფიქრობ, ამის ხილვა ხალხსაც უნდა“.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, შემდეგ კი ქამარი მიმდინარე წლის იანვარში, უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა.

მედიაში აქტიურად იწერება, რომ „მანქანას“ მორიგი მეტოქე შონ ომალი ან პიოტრ იანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები