ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: ერთადერთი, რაც მენატრება, ოლდ ტრაფორდია

ერიკ ტენ ჰაგის განცხადებით, სამწვრთნელო საქმიანობას ზაფხულამდე არ დაუბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელის კანდიდატურა, რომელიც პოსტიდან გასული წლის ოქტომბერში დაითხოვეს, „დორტმუნდში“ განიხილებოდა, მაგრამ ნიდერლანდელს არ უნდოდა სამსახური შუა სეზონში დაეწყო.

სააგენტო SEG-ის მიერ გამოშვებულ ვიდეორგოლში, ტენ ჰაგმა თქვა:

მე უკვე გადავწყვიტე, რომ მუშაობა 1 ივლისამდე არ დავიწყო. ანუ, ახალ სეზონამდე. ერთადერთი, რაც მენატრება, „ოლდ ტრაფორდია“.

შეგახსენებთ, რომ ერიკმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2022 წლის აპრილში ჩაიბარა და კლუბს 2 ტიტული მოუტანა -2023 წელს ინგლისის ლიგის თასი მოიგო და 2024 წელს ინგლისის ასოციაციის თასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანამ გუარდიოლას გაუშვებენ - პრემიერ ლიგის სამწვრთნელო ცვლილებები
სანამ გუარდიოლას გაუშვებენ - პრემიერ ლიგის სამწვრთნელო ცვლილებები