საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთთან მატჩამდე ბელგრადში ივარჯიშა
ბელგრადში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში, სადაც სერბეთს უნდა დაუპირისპირდეს, პირველი ვარჯიში გამართა. ეს გახლდათ ერთადერთი სრულფასოვანი ვარჯიში მსოფლიო გრანდთან თამაშის წინ.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები სერბეთში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა. მიზეზი გასაგებია: ბელგრადულ მატჩს არანაირი სატურნირო დატვირთვა არ აქვს. ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში სერბეთი საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში პირველ, ხოლო საქართველო მეორე ადგილს დაიკავებს.
ორივე ნაკრები, ევრობასკეტის მასპინძელ ფინეთთან ერთად აღნიშნული ჯგუფიდან გასულია და მოახლოებულ მატჩს ორივე სათადარიგო და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის პრაქტიკის გასაღრმავებლად გამოიყენებს.
სერბეთი ჩვენთან სათამაშოდ შემდეგი შემადგენლობით იქნება:
უროშ პლავსიჩი (ჩაჩაკი, სერბეთი)
ბალსა კოპრივიცა (პარტიზანი, სერბეთი)
ბოგოლუმ მარკოვიჩი (მეგა ბასკეტი, სერბეთი)
მარიო ნაკიჩი (პარტიზანი, სერბეთი)
დუშან მილეტიჩი (სპარტაკ სუბოტიცა, სერბეთი)
არიჯან ლაკიჩი (პარტიზანი, სერბეთი)
სტეფან იოვიჩი (ვალენსია, ესპანეთი)
ბორისა სიმანიჩი (იგოკეა, ბოსმია)
ალეკსა ავრამოვიჩი (ცსკა, რუსეთი)
უროშ ტრიფუნოვიჩი (თოფაში, თურქეთი)
დუშან ბელსაჩი (ავტოდორი, რუსეთი)
ასიმ დულოვიჩი (ბელგრადი, სერბეთი)
საქართველოს ნაკრები სერბეთში მესამედ თამაშობს. წინა ორი შეხვედრიდან 1 მოიგო და 1 დათმო. სერბეთისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
წყარო: GBF.ge