ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შოუ და მარადონას მსგავსი მოქმედება“ | Calcionapoli24-ი ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მის თამაშს იტალიურ პრესაშიც გამოეხმაურნენ. Calcionapoli24-მა „კვარაზე“ დაწერა და მის ასპარეზობას შოუ უწოდა.

„კვარაცხელიას გამორჩეული თამაში და ლიონთან გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ იყო ვარაუდი, თითქოს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებდა, ლუის ენრიკემ ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. 68 წუთის განმავლობაში, ქართველმა ფეხბურთელმა დრიბლინგისა და მომენტების შექმნის საოცარი უნარი აჩვენა. მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ ლიონის დაცვას სოლიდურობა დააკარგვინა, თანაგუნდელებს სივრცე გამოუთავისუფლა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

პარი სენ-ჟერმენი აშრაფ ჰაკიმის გოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც თავი უსმან დემბელემ გამოიჩინა. რაიან შერკის გოლის შემდეგ, ჰაკიმიმ კიდევ ერთი ბურთი შეაგდო. კორენტინ ტოლისოს გოლის მიუხედავად, პსჟ-მ კონტროლი საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა. ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა შეხვედრის MVP-ის ჯილდო მიიღო და მარადონას მსგავსი მოქმედებით გამოირჩა“, - წერს Calcionapoli24-ი.

ცნობისთვის, კვარაცხელიაზე L’Equipe-მა და Sofoot-მაც დაწერეს. L’Equipe-მა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი თავისუფლდება და ეს აშკარად ეტყობა. Sofoot-მა კი „ნაპოლის“ კვარაცხელიას გაყიდვისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე