ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას არყოფნა გუნდზე დიდ გავლენას ახდენს“ | ადანიმ ნაპოლის რეგრესზე ისაუბრა

„ინტერისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილ „ნაპოლიზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ნეაპოლურმა კლუბმა გუნდის ყველაზე ძლიერი მოთამაშე დაკარგა და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, „პარტენოპეის“ რეგრესი აქვს.

„კვარაცხელიას არყოფნას გუნდზე დიდი გავლენა აქვს, რადგან ჩემი აზრით, ის ნაპოლის საუკეთესო მოთამაშე იყო და კლუბს მისი სათანადო შემცვლელი არ მოუყვანია. კვარას გაშვების საკითხი უფრო სიღრმისეულად უნდა გამოვიკვლიოთ, მაგრამ ამის ნაცვლად, ამ თემაზე ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ.

ნეაპოლელებმა სეზონი კარგად დაიწყეს და მივიდნენ მომენტამდე, როცა ბევრი გოლი გაჰქონდათ, მაგრამ ახლა, შეტევაში ეფექტურნი ვეღარ არიან და დაცვაში ცუდად გამოიყურებიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გუნდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, რეგრესი აქვს“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „პარტენოპეიმ“ ლიდერობა დაკარგა და „ინტერს“, რომელთანაც 1-ელ მარტს თამაში ელის, 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე