გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

საგოლე პასი და გოლი | ქვილითაიას შედეგიანი მატჩი კვიპროსზე

კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში ქალაქ ლიმასოლის დერბი გაიმართა, „არისმა’’ შინ აელ-ს 4:0 მოუგო. გამარჯვებულთაგან გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე საგოლე პასი და გოლია.

23-ე წუთზე ქართველის პასის შემდეგ სენეგალელმა იანიკ გომისმა ანგარიში გახსნა.  31-ე წუთზე ქართველს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. 43-ე წუთზე სტუმრები 10 ფეხბურთელით დარჩნენ და მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვეს. 69-ე წუთზე ქვილითაიამ პენალტი გაიტანა. 76-ე წუთზე, როცა ოთხივე გოლი გასული იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი შეცვალეს.

 

31 წლის ფორვარდმა კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. 7-დან სამი გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.

კვიპროსის ჩემპიონატს „პაფოსი’’ 58 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ქვილითაიას „არისია’’ 55 ქულით. პოტენციურად „პაფოსს’’ შეუძლია „არისთან’’ სხვაობა ექვს ქულამდე გაზარდოს, რადგან ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა, მიმდინარე ტურის მატჩს დღეს მეხუთეადგილოსან აპოელ-თან სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას და ჟორჟის ასისტები! - ხვიჩა MVP გახდა, პსჟ-მა კი ლიონს მოუგო
კვარას და ჟორჟის ასისტები! - ხვიჩა MVP გახდა, პსჟ-მა კი ლიონს მოუგო