გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ფონსეკას გადაწყვეტილებამ არ გაამართლა“ | LEquipe-მა მიქაუტაძე შეაქო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში, ქართული დერბი ვიხილეთ და გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ 2:3 დამარცხდა. მიქაუტაძე თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც L’Equipe-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

მატჩის ბოლოს, 10 წუთით შემოსული მიქაუტაძე ორივე გოლში გადამწყვეტი იყო. ქართველმა თავდამსხმელმა ლიონის თამაში შეცვალა და შეეძლო, ბოლო წამებზე, ანგარიში გაეთანაბრებინა.

„პაულუ ფონსეკას ტაქტიკური გადაწყვეტილების, რომ ცენტრფორვარდის გარეშე, ცრუ ცხრიანით ეთამაშა, მთავარმა მსხვერპლმა, გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. 15 დეკემბერს, პარკ დე პრენსზე გამართულ შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, საინტერესოდ გამოიყურებოდა და გოლიც გაიტანა. გამომდინარე აქედან, იმედი ჰქონდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონთან სასტარტოში გამოჩნდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც არ გაამართლა.

მე-80 წუთზე შესული მიქაუტაძე, შეტევაში ყველგან იყო, აქტიურად იხსნებოდა და მისი ლიდერობის წყალობით, ლიონი ტრანსფორმირდა. პირველი გოლისას, მან მარკინიოსი არაფრად ჩააგდო და რაიან შერკის საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მომდევნო ეპიზოდში, მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომმა, ბურთი სწრაფად მიიღო და მაკრატელა დაარტყა, რომელიც დონარუმამ მოიგერია. შემდეგ, მაიტლანდ-ნაილსს დაეხმარა და ანგარიშის გათანაბრების საშუალებაც ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა მარკინიოსმა დაბლოკა. მიქაუტაძის მოედანზე შესვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა და გიორგის შეეძლო, მატჩის გმირიც გამხდარიყო“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის „ლიონს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 მარტს, „ბრესტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავისუფლდება და ეს აშკარად ეტყობა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაცხელიაზე
„თავისუფლდება და ეს აშკარად ეტყობა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაცხელიაზე