ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თავისუფლდება და ეს აშკარად ეტყობა“ | რას წერს LEquipe-ი კვარაცხელიაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა. „კვარამ“ საგოლე გადაცემა მიითვალა, ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მატჩის შემდეგ, ქართველი გარემარბის შესანიშნავ ასპარეზობას L’Equipe-ი გამოეხმაურა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ ხვიჩა „ლიონის“ მცველებს საფრთხეს მთელი შეხვედრის განმავლობაში უქმნიდა.

„ქართველი ფეხბურთელი თავისუფლდება და ეს აშკარად ეტყობა. პატარა სივრცეებში, მეტოქის რიგებში დისბალანსის შექმნის უნარით, გემრიელად გამოიყურებოდა. ძალიან მობილური იყო და ლიონის მცველებისთვის მუდმივ შხამს წარმოადგენდა.

უსმან დემბელეს იდეალური გადაცემა გაუკეთა, შემდეგ კი იყო ფეხბურთელი, რომელმაც მატიჩსა და მატას მომენტები შეუქმნა. 46-ე წუთზე, საოცარი დარტყმის ავტორი გახლდათ და ტალიაფიკოს მისამართით გამოყენებულმა სახიფათო ჟესტმა მისი კარგი თამაში ვერ დაჩრდილა“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, პსჟ-მა სატურნირო ცხრილში 59 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს. კვარაცხელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 1-ელ მარტს, „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე