სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილს მხოლოდ 7 წუთი დაუთმეს | სან ანტონიო აუტსაიდერთან დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერთან დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და ვიქტორ ვემბანიამას გარეშე დარჩენილმა „სან ანტონიომ“ 96:114 წააგო.

„მამუმ“ მცირე სათამაშო დრო მიიღო და პარკეტზე 7 წუთი და 13 წამი გაატარა. მამუკელაშვილმა 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა და მის პასივში 1 პერსონალური ფოლი იყო. სანდრომ 2 სამქულიანი გააფუჭა და ქულები საჯარიმო ხაზიდან აიღო.

„სან ანტონიოს“ მხრიდან 18-18 ქულით კელდონ ჯონსონი და ჯულიან ჩემპეინი გამოირჩნენ. ჰარისონ ბარნსს და დეაარონ ფოქსს 13-13 ქულა ჰქონდათ. „პელიკანსის“ რიგებში საუკეთესო ზაიონ უილიამსონი იყო - 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. კელი ოლინიკმა 14 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 24 მოგება და 31 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებს. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას ისევ „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს და მატჩი 26 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე
„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე