გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე და +17 | ბითაძის კარგი მატჩი და ორლანდოს მოგება

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, „ვაშინგტონ უიზარდსი“ დაამარცხა. ფლორიდელები 9 მოგების მქონე „უიზარდსს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდნენ და 110:90 გაიმარჯვეს.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და კარგი შეხვედრა ჰქონდა. გოგამ პარკეტზე 21 წუთი და 43 წამი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა მატჩი 11 ქულით, 9 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

ბითაძემ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა, 9-დან 5 მოხსნა მეტოქის ფარზე შეასრულა და როცა პარკეტზე იმყოფებოდა, „ორლანდომ“ „ვაშინგტონზე“ 17-ით მეტი ქულა ჩააგდო. ამ სტატისტიკაში, ქართველ ცენტრზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფრანც ვაგნერსა (+31) და პაოლო ბანკეროს (+18) ჰქონდათ. ვაგნერმა 23 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა, ბანკერომ კი 19 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი გაიფორმა. ასევე, გამოსარჩევია ენტონი ბლეკი, რომელმაც 23 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 29 მოგება და 30 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ. ბითაძის გუნდის მომდევნო მეტოქე 47 მოგებისა და 10 წაგების მქონე „კლივლენდ კავალიერსია“, რომელსაც „მეჯიქი“ 26 თებერვალს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წელს ვეღარ დაბრუნდება - სან ანტონიო პოპოვიჩის გარეშე
წელს ვეღარ დაბრუნდება - სან ანტონიო პოპოვიჩის გარეშე