პაულო ფონსეკა
Aa
Aa

„მიქაუტაძეს ავუხსნენი, რომ...“ - ფონსეკას კომენტარი

პაულო ფონსეკას მიმართ „ლიონი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის დასრულების შემდეგ კითხვები უამრავი იყო. რა თქმა უნდა, ყველას უპირველეს ყოვლისა ის აინტერესებდა, რატომ შეცვალა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ტაქტიკა-სტრატეგია მაინცდამაინც პრინციპულ მეტოქესთან და რა მიზნით დატოვა თადარიგში გუნდის კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტი და ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 10 წუთში იმდენი გააკეთა, რისი გაკეთებაც ბევრმა მისმა თანაგუნდელმა 90-ში ვერ შეძლო.

პაულო ფონსეკა

მიქაუტაძე? გიორგის ვესაუბრე, ყველაფერი ავუხსენი და გაიგო, მისი თადარიგში დატოვებით მეტოქისთვის გარკვეული სიურპრიზის შეთავაზებას ვგეგმავდი. ყველაზე მეტად მაინც ის მახარებს, თუ როგორი ენთუზიაზმით შევიდა ცვლილებაზე და რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მატჩის ხასიათზე.

პსჟ-ს დონის მეტოქის წინააღმდეგ დაცვითი სტრატეგიით თამაში მარტივი არასოდეს არის, რის გამოც დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. პირველი პასი გვაქვს გასაუმჯობესებელი, განსაკუთრებით პრესინგის ისეთი მოყვარული გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ლუის ენრიკეს ჰყავს.

უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში „მარსელისა“ და პსჟ-ს სახით საფრანგეთის ორ საუკეთესო გუნდთან მომიწია დაპირისპირება და მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში დავმარცხდით, არ ვთვლი, რომ ტოპ-კლუბებთან გამკლავება არ შეგვიძლია. სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა პროცესში ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ ფონსეკა „ლიონის“ მთავარ მწვრთნელად 31 იანვარს დაინიშნა და მას შემდეგ „ოლიმპიკმა“ პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული 4 მატჩიდან 2 მოიგო და ამდენივე წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი მიქაუტაძე: „ფეხბურთის თამაში გვიან დავიწყეთ“
გიორგი მიქაუტაძე: „ფეხბურთის თამაში გვიან დავიწყეთ“