გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გიორგი მიქაუტაძე: „ფეხბურთის თამაში გვიან დავიწყეთ“

„ლიონის“ გულშემატკივრებისთვის „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის წინ მთავარი მოულოდნელობა გუნდის წამყვანი ფორვარდების, ალექსანდრ ლაკაზეტისა და გიორგი მიქაუტაძის თადარიგში დატოვება იყო. თუ გუნდის კაპიტნის შემთხვევაში ასე თუ ისე ყველაფერი გასაგები გახლდათ, რადგან მას ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა და სათამაშოდ ბოლომდე მზად არ იყო, ქართველის თაობაზე ახლაც ყველაფერი ბუნდოვანია. მიქაუტაძემ წინა მატჩებში როგორც „რეიმსთან“, ასევე „მონპელიესთან“ მთავარი მწვრთნელის პაულო ფონსეკას ნდობა გაამართლა და ასეთ მოპყრობას ნამდვილად არ იმსახურებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ბოლო 10 წუთი მიეცა თამაშის საშუალება, ამ მცირე დროში 24 წლის ქართველმა ფორვარდმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა და ბუნებრივია, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგაც, მედიის წარმომადგენლების მთავარი სამიზნე „ლიონის“ შემადგენლობაში ამ გუნდის ქართველი 69-ე ნომერი იყო.

გიორგი მიქაუტაძე

მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ფეხბურთის თამაში გვიან დავიწყეთ. შეტევის ხაზში სიმწვავე გვაკლდა და როდესაც მეტი ინიციტივა გამოვიჩინეთ, ალბათ ყველამ კარგად დაინახეთ, როგორ გაუჭირდათ მეტოქე გუნდის მცველებს ჩვენ იერიშებთან გამკლავება. მერწმუნეთ, საწყისი 70-80 წუთის მანძილზეც ასევე რომ გვეასპარეზა, შესაძლოა ეს თამაში არ წაგვეგო.

23 ტურში დაგროვებული 36 ქულით „ლიონი“ საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები ისევ შინაურ კედლებში გამართავენ და „გრუპამა სთედიუმზე“ „ბრესტთან“ მატჩი 2 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული თამაში იყო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ“ - ხვიჩა ლიონთან მატჩის შემდეგ
„რთული თამაში იყო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ“ - ხვიჩა ლიონთან მატჩის შემდეგ