„რთული თამაში იყო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ“ - ხვიჩა ლიონთან მატჩის შემდეგ
პსჟ-ის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ლიონთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი ლიგა 1-ის წარმომადგენელთან გააკეთა და განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ხვიჩამ:
„ვულოცავ პსჟ-ს ამ გამარჯვებას, ეს ნამდვილად დავიმსახურეთ. ბოლო წუთამდე რთული თამაში იყო. ისინი სახიფათოდ გვიტევდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა ჩვენ მოვიპოვეთ. გავაგრძელებთ სვლას, რომ უფრო მეტი ქულა ავიღოთ და უფრო დავუახლოვდეთ ჩემპიონობას“.
„მეტოქე მთელი ძალით ცდილობდა თამაშის მიწურულ გოლის გატანას, როდესაც 2:3 იყო, ყველა ფეხბურთელი ჩვენს საჯარიმოში იყო, მაგრამ ჩვენმა დაცვამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, თავი კარგად დავიცავით“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ლიონის“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ხვიჩას ყველა მომენტი ლიონთან: