ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

კვარას და ჟორჟის ასისტები! - ხვიჩა MVP გახდა, პსჟ-მა კი ლიონს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ქართველების დერბი შედგა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარიზული კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის არაერთი მცდელობა ჰქონდა. ამის გარდა, ჩვეულ დრიბლინგებს და ცრუ მოძრაობებსაც გვთავაზობდა და საბოლოოდ, მატჩი საგოლე გადაცემით დაასრულა. ხვიჩა 59-ე წუთზე უსმან დემბელეს გოლის გატანაში დაეხმარა, რითაც ანგარიში 0:2 გახდა. ლუის ენრიკემ კვარა 68-ე წუთზე, ლუკას ერნანდესით შეცვალა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ხვიჩას მომენტები ლიონთან:

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ჟორჟი თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო და შემოსვლის შემდეგ, თავის გუნდში საუკეთესო იყო. მოედანზე გამოჩენიდან ზუსტად სამ წუთში მიქაუტაძემ ბრწყინვალე სოლორეიდით თავი კარგად გამოითავისუფლა და ჩერკის საგოლე გადაცემა გაუკეთა, რითაც ანგარიში 1:2 გახდა.

მიქაუტაძის ყველა მომენტი:

ანგარიში 53-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა, რომელსაც 59-ე წუთზე კვარას ასისტით დემბელეს გოლი მოჰყვა. 83-ე წუთზე მიქაუტაძის ასისტით შერკიმ გაიტანა. მალევე, აშრაფ ჰაკიმიმ დუბლი შეასრულა და სხვაობა კვლავ ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ტოლისომ დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, პსჟ-მა სატურნირო ცხრილში 59 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან მარსელს 13 ქულით გაუსწრო, „ლიონი“ კი 36 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები