ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოსთან გასაყოფი არაფერი მაქვს - თანაგუნდელი კონფლიქტს უარყოფს

ბოლო პერიოდში ფრანგულ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელების, ზურიკო დავითაშვილისა და ირვინ კარდონას მეტოქეობა საფეხბურთო მოედნის საზღვრებს სცდება და მათ არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც გუშინ 27 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო.

„ანჟერთან“ (3:3) გამართული მატჩი ორივე მათგანისთვის წარმატებული გამოდგა - კარდონამ დუბლი შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა 24 წლის ქართველმა ვინგერმა ორი საგოლე პასი შეასრულა, აქედან ერთხელ კი ასისტენტობა სწორედ ირვინს გაუწია. ზუსტად ამაზე საუბრით დაიწყო კარდონამ მატჩის მეორე დღეს ერთ-ერთი გამოცემისთვის ინტერვიუს მიცემის დროს საუბარი.

რას ამბობს ზურიკოზე

მართალია ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ იმ რეაქციითა და საბრძოლო სულისკვეთებით, რაც ჩემმა თანაგუნდელებმა გამოავლინეს, ახლაც აღტაცებული ვარ. რაც შეეხება ზურიკოს, ფრანგულ სპორტულ პრესაში დაწერილ სისულელეებზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ.

ზუსტად მაგ ჭორებიდან გამომდინარე, გოლის გატანაზე უფრო მეტად გამიხარდა ის ფაქტი, რომ საგოლე გადაცემა დავითაშვილმა მომაწოდა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს, ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ და ერთ საქმეს ვაკეთებთ.

მიმდინარე ლიგა 1-ის გათამაშებაში 23 ტურის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ირვინ კარდონას, ის „ესპანიოლში“ იყო განათხოვრებული, „მწვანეებს“ ახლახანს დაუბრუნდა და 2 გოლთან ერთად, 1 საგოლე პასი მიითვალა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MLS დაიწყო - ლობჟანიძის საგოლე პასი და ატლანტას გამარჯვება
MLS დაიწყო - ლობჟანიძის საგოლე პასი და ატლანტას გამარჯვება