გრეგ პოპოვიჩი
Aa
Aa

წელს ვეღარ დაბრუნდება - სან ანტონიო პოპოვიჩის გარეშე

NBA-ს წლევანდელ სეზონში „სან ანტონიოს“ პრობლემები არ ელევა და უკვე ცნობილია, რომ ამ გათამაშებას საკვანძო ფიგურების გარეშე დაამთავრებს. ჯერ რამდენიმე დღის წინ დადგინდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო „სპურსს“ ფრანგი ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა ვეღარ დაეხმარებოდა, ახლა კი ინფორმაცია მთავარი მწვრთნელის შესახებაც გავრცელდა - როგორც ირკვევა გრეგ პოპოვიჩის სარეაბილიტაციო კურსი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამ სეზონში ის სანდრო მამუკელაშვილსა და მის თანაგუნდელებს ვეღარ მოამზადებს.

76 წლის სპეციალისტმა 2024 წლის ნოემბერში ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ არც სავარჯიშო პროცესისა და რა თქმა უნდა, არც მატჩების დროს, აღარ გამოჩენილა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ პოპოვიჩის გამოჯანმრთელება ნელ ტემპში, თუმცა გეგმაზომიერად მიმდინარეობს, მის არყოფნაში კი მიმდინარე სეზონს ტეხასელები მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, მიჩ ჯონსონის ხელმძღვანელობით ჩაამთავრებენ.

შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიომ“ ბოლო თამაში საკუთარ დარბაზში „დეტროიტთან“ ჩაატარა, სადაც 25-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, ხოლო მამუკელაშვილს (10 ქულა, 7 მოხსნა) ორმაგი დუბლის შესრულებამდე მხოლოდ 3 მოხსნა დააკლდა. დასავლეთ კონფერენციაში „სპურსი“ 24 მოგებითა და 30 წაგებით მე-12 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოვიცკი: „ლეიკერსს არასოდეს ვუგულშემატკივრებ“
ნოვიცკი: „ლეიკერსს არასოდეს ვუგულშემატკივრებ“