ტატო გრიგალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ტურნირზე -81 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ძალები -90 კგ. წონაში მოსინჯა და ეს საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდა.
ქართველმა ფალავანმა ფინალში ნიდერლანდელი ტიგო რენესი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. გრიგალაშვილმა მეტოქეს თავიდან ვაზარი აუღო, შემდეგ იუკოზე დააგდო და საბოლოოდ, შეხვედრა გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ნიკოლოზ დავლაძესაც, თუმცა, ახალგაზრდა ჯუდოკა დაძაბულ ბრძოლაში ესპანელ სპორტსმენთან დამარცხდა.