ოთხი მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ქართველი კარატისტების წარმატება
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართული კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. მთავარი მწვრთნელის, ლევან ცინცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე კარატისტებმა შეჯიბრებაზე გამოსვლა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
-80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის 7-გზის ჩემპიონმა ანდრეი ზინჩენკომ ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. უმაღლესი სინჯის მედლის მფლობელი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში დავით მსხალაძე, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელ მსოფლიოს ჩემპიონს აჯობა. ამავე წონაში კი საპრიზო მესამე ადგილი ლაშა ბაბუაძემ და ლევან ვერულიძემ დაიკავეს.
ცნობისათვის, ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე კარატისტების გარდა, საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი არბიტრის სახით ჰყავდა - ბექა მჭედლიშვილი რამდენიმე ბრძოლას იდეალურად გაუძღვა და ორგანიზატორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.