ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კომოსთან დამარცხდა - ნაპოლიმ სერია ა-ში ლიდერობა დაკარგა

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლიმ კომოს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი ამირ რაჰმანის კურიოზულ შეცდომას მოყვა.

მე-17 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში, თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ, თუმცა უკეთესი კომო იყო, რაც შედეგზეც აისახა. 77-ე წუთზე დიაომ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.

ამ წაგების შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდმა სერია ა-ში ლიდერობა დაკარგა და ინტერმა 1 ქულით გაასწრო.

ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, პარტენოპეი ისეთი დამაჯერებელი ვეღარ არის. ნაპოლიმ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ამ მომენტისთვის, ნეაპოლელები 56 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ.

შემდეგ ტურში, კონტეს გუნდს ლიდერობის დაბრუნების შანსი ექნება. პირველ მარტს, ნაპოლი ინტერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ დასვა ზურიკო სკამზე | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
რატომ დასვა ზურიკო სკამზე | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა