ივნისში დაბრუნებას გეგმავს - იანი დვალიშვილისთვის ემზადება
უმარ ნურმაგომედოვის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მისი ოქტაგონზე დაბრუნება არ იგეგმება, რის გამოც მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე პიოტრ იანი, ან შონ ომალი უნდა იყოს. თუ აქამდე, რუსი მებრძოლის ერთ-ერთ რეალითი შოუში მონაწილეობის გამო, მისი ქართველ „მანქანასთან“ დაპირისპირება ძნელად სავარაუდო იყო, ამჯერად ეს შესაძლებელია, რაც თავად პიოტრმაც დაადასტურა.
რა თქვა იანმა
აქამდე გასაგები მიზეზების გამო, მორიგი ბრძოლისთვის მოსამზადებლად დრო არ მქონდა, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. UFC-ის ხელმძღვანელებს უკვე ვაცნობე, რომ მაისი-ივნისის პერიოდისთვის ოქტაგონზე დასაბრუნებლად და სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად მზად ვიქნები. მინდა საუკეთესოებს ვეჩხუბო და ჩემი სიძლიერე კიდევ ერთხელ ყველამ დაინახოს.
ცნობისათვის, რამდენიმე კვირის წინ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრას ივნისში ჩაატარებს და რემატჩი შონ ომალისთან, ან პიოტრ იანთან ექნება. თუმცა, როგორც დენა უაითი აღნიშნავს, აუდიტორიისთვის უფრო მიმზიდველი და მომგებიანი მერაბისა და შუგას კიდევ ერთი დაპირისპირების ხილვა იქნება.