ხავიერ ტებასი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ტებასი: “მადრიდის რეალი მტირალა კლუბია“

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალსა ლა ლიგას შორის დაძაბულობაა. ყველაფერი მსაჯების პრობლემებმა გამოიწვია.

MARCA-ს დღევანდელ ნომერში, ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის კრიტიკულ ინტერვიუს ვკითხულობთ, რომელშიც მან სამეფო კლუბი ღიად გააკრიტიკა.

ტებასი:

„ბოლო პერიოდში ბევრი კამათი გვქონდა მსაჯობასთან დაკავშირებით. ფედერაცია გამოსავალს არ ეძებს. მადრიდის რეალის ტელევიზია დაპირისპირებებს ქმნის და ცრუ ამბებს ავრცელებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელ ფეხბურთს. ყველა კლუბი მშვიდად არის, მადრიდის რეალი კი მტირალა კლუბია. ისინი მთელი დღე ტირიან და მომავალ შაბათ-კვირასაც იტირებენ. ეს ყველაფერი შეთქმულების ბრალია.“

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში სამეფო კლუბის წინააღმდეგ მსაჯებმა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის ჯუდ ბელინგემის გაძევება.

ოსასუნასა და რეალის მთავარმა მსაჯმა მუნუერამ ინგლისელი ნახევარმცველი მოედნიდან გააძევა. ეს გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ თითქოს მას ჯუდმა შეაგინა.

თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მისი სალანძღავი სიტყვები ზოგადი იყო და არავის მისამართით არ იყო განკუთვნილი.

ამ ყველაფერს კი გართულებები მოყვა. ბელინგემი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო მუნუერა სახლიდან ვეღარ გადის, რადგან მას მადრიდელი ქომაგები სიკვდილით ემუქრებიან. მეტიც, ისინი ესპანელი მსაჯის ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან. სიტუაცია ჯერჯერობით უკონტროლოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონი დიდებულად დაიწყო - მესის ორი საგოლე პასი ნიუ-იორკ სიტისთან
სეზონი დიდებულად დაიწყო - მესის ორი საგოლე პასი ნიუ-იორკ სიტისთან