გამარჯვების მთავარი შემოქმედი | ჩაკვეტაძის უოტფორდმა ლუტონს მოუგო
ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდმა’’ შინ „ლუტონს’’ 2:0 მოუგო. ტრადიციულად, „უოტფორდის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა (მეორე ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე შეცვალა), ქართველი შემტევი ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მეორე გოლი თავად შექმნა, როცა მარცხენა ფლანგზე იქტიურა, საჯარიმოში შეიჭრა და კაიემბეს ცარიელ კარში გაატანინა.
მეორე ტაიმში ჩაკვეტაძე ინერტული იყო, მის თამაშს სიმწვავე აკლდა, თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ გოლის გატანასთან ახლოს იყო. საერთო ჯამში, გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ბრწყინვალე ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „ლუტონს'' ყველაზე მეტი პრობლემა ქართველმა შეუქმნა.
ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა საგოლე პასების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, მისი თანაგუნდელები დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ.
ჩემპიონშიფში „უოტფორდი’’ შემდეგ მატჩს პირველ მარტს სტუმრად „სტოკ სიტისთან’’ გამართავს.