MARCA: რეალს ალონსო არ აინტერესებს, ანჩელოტის სრული ნდობა აქვს
მიმდინარე სეზონში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ მადრიდის რეალს კარლო ანჩელოტის გათავისუფლება და მის ნაცვლად ჩაბი ალონსოს დანიშვნა სურს, თუმცა ეს ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მადრიდის რეალს ჩაბი ალონსოსთვის არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია და მისი დანიშვნა არ განიხილება.
სამეფო კლუბს კარლო ანჩელოტის სჯერა და დიდ იმედებს ამყარებს. შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს ბლანკოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მადრიდულ გრანდს გარკვეული სახის პრობლემები აქვს, რომელი ტრავმებით არის განპირობებული და ამან სათამაშო ხარისხზე გავლენა მოახდინა, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია გამოსწორდა.
რეალი კოპა დელ რეის ნახევარფინალში და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. ლა ლიგაში კი ბარსელონასთან ერთნაირი ქულებით პირველ/მეორე ადგილს იყოფს.