ილია თოფურია, დენა უაითი
Aa
Aa

პატივს ვცემ, სხვებს ჩემპიონობის შესაძლებლობა არ წაართვა | დენა უაითი ილიაზე

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ქართველმა მებრძოლმა წონა შეიცვალა, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მსუბუქ წონაში გამოვა.

დენა უაითი: „ილიამ თქვა, რომ მან ყველაფერი გააკეთა და მზადაა შემდეგ წონაში გადასვლისთვის, ქამარი ვაკანტური დატოვა... მან თქვა, რომ სხვებს ჩემპიონობის შესაძლებლობას არ წაართმევდა. პატივს ვცემ, როცა ბიჭები ასე იქცევიან’’.

ასევე გეტყვით, რომ ილიას წონის შეცვლასთან დაკავშირებით დენამ აქამდეც ისაუბრა: „თოფურია თვლის, რომ ამ წონით დივიზიონში თავისი თავი ამოწურა და დატოვა მემკვიდრეობა, ხოლო მას ამ წონის დაფიქსირება აღარ შეუძლია. ასე რომ, ის მსუბუქ წონაში გადაინაცვლებს და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურს გახდის''.

შეგახსენებთ, თოფურია ჩემპიონის ქამრის მფლობელი გასული წლის თებერვალში გახდა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მშენებლობიდან UFC-ის ჩემპიონობამდე: მერაბის მოკრძალებული მოგზაურობა
„მშენებლობიდან UFC-ის ჩემპიონობამდე: მერაბის მოკრძალებული მოგზაურობა