რატომ დასვა ზურიკო სკამზე | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში „სენტ-ეტიენისა’’ და „ანჟეს’’ შეხვედრა 3:3 დასრულდა. ამ სეზონში პირველად დავითაშვილი ლიგა 1-ის მატჩზე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენის’’ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა დავითაშვილის სასტარტოს მიღმა დატოვების მიზეზი დაასახელა: „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი წნეხის ქვეშ იყო. ვგრძნობდი რომ ემოციურად ცოტა გადაღლილი იყო’’.
ჰორნელანდმა დავითაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ, 1:2-ზე ჩართო. ქართველმა შემტევმა ორი საგოლე პასი შეასრულა და ანგარიში 3:2 გახდა, თუმცა მატჩის მიწურულს სტუმრებმა პენალტით გაათანაბრეს.
ლიგა 1-ის 22 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა, საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 11 საგოლე მოქმედება საკმაოდ კარგი შედეგია. ასეთი სტატისტიკიდან გამომდინარე სეზონის შემდეგ რთული წარმოსადგენია დავითაშვილი „სენტ-ეტიენში'' დარჩეს, დიდი ალბათობით გუნდს შეიცვლის.