ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

სეზონი დიდებულად დაიწყო - მესის ორი საგოლე პასი ნიუ-იორკ სიტისთან

MLS დაიწყო - პირველ ტურში ინტერ მაიამიმ ნიუ-იორკ სიტის უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

დაკარგული ქულების მიუხედავად, ლიონელ მესიმ გაიბრწყინა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ორი საგოლე პასი შეასრულა და საკუთარ გუნდს 1 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

არგენტინელი სუპერვარსკვლავის წყალობით გოლი მე-5 წუთზე ტომას ავილესმა გაიტანა, რასაც ლენიჩმა 26-ე წუთზე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და 55-ე წუთზე მარტინესმა ნიუ-იორკ სიტი დააწინაურა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ სტუმრები მოიგებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლეომ საგოვიას გაატანინა და საბოლოო შედეგი 2:2 დააფიქსირა.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში, დევიდ ბექჰემის გუნდი ლოს-ანჯელესს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: “მსაჯები უნდა დავიცვათ, ისინიც ადამიანები არიან“
ფლიკი: “მსაჯები უნდა დავიცვათ, ისინიც ადამიანები არიან“