ჰენრი სეხუდო, სონგ იადონგი
Aa
Aa

ასეთ რამეს იშვიათად ნახავთ | სეხუდო-იადონგის შეხვედრის მოულოდნელი დასასრული

UFC ვაშინგტონის ქალაქ სიეტლში Fight night ტურნირით დაბრუნდა, მთავარი დაპირისპირება სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდოსა და სონგ იადონგს შორის შედგა.

მესამე რაუნდის მიწურულს იადონგის თითი სეხუდოს თვალში მოხვდა, რის გამოც შეხვედრა 5 წუთით შეწყდა, მაგრამ სეხუდომ ბრძოლის გაგრძელება მაინც ვერ შეძლო, ექიმების დახმარების მიუხედავად მარცხენა თვალიდან ვერ ხედავდა.

არბიტრმა ჯეისონ ჰერზოგმა ბრძოლა განაახლა, თუმცა მხოლოდ 1 წამით (მე-4 რაუნდი) და რადგან შეხვედრის ნახევარზე მეტი გასული იყო, შეხვედრა ტაიმ-აუტზე გააჩერა და დასრულებულად გამოაცხადა. გამარჯვებული მსაჯების მიერ იმ მომენტისთვის დაფიქსირებულმა შეფასებებმა გამოავლინა, იადონგმა გაიმარჯვა - 29-28, 29-28, 30-27.

მიუხედავად იმისა, რომ იადონგმა სეხუდოს რევანში შესთავაზა, დანა უაითმა განაცხადა, რომ ეს ბრძოლა საინტერესო არ იქნებოდა, რემატჩი გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები