ბენო ადამია
Aa
Aa

“ძალიან ბედნიერი ვარ“ - ბენო ადამია OKTAGON MMA-ს უმსუბუქესი წონის ჩემპიონი გახდა

ქართველი მებრძოლებისთვის MMA სულ უფრო წარმატებული ხდება. ბენო ადამია OKTAGON MMA-ს უმსუბუქესი წონის ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ადამიამ ტიტულის მოსაპოვებლად მოქმედი ჩემპიონი სემ კრისი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ცნობისთვის, ქართველი მებრძოლისთვის ეს დაპირისპირება OKTAGON-ში რიგით მესამე იყო. დღევანდელ დღემდე მას ორი გამარჯვება ჰქონდა. სადებიუტო ბრძოლა კი გუსტავო ლოპესთან ჰქონდა, რომელიც UFC-ის ყოფილი მებრძოლი გახლავთ.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მეხუთე რაუნდის დაწყების წინ, ორი მსაჯის აზრით, ბრძოლა თანაბარი იყო. მესამე მსაჯმა 4 რაუნდიდან 3 კრისის სასარგებლოდ შეაფასა.

გამარჯვება ბენომ უდიდესი ბრძოლის შედეგად მოიპოვა. ბოლო რამდენიმე წუთი ადამია დომინირებდა და ძლიერი დარტყმების ფონზე მსაჯების უპირატესობა დაიმსახურა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ადამიამ კომენტარი გააკეთა:

„დიდი მადლობა ჩემს მოწინააღმდეგეს, ის ნამდვილი ცხოველია. ყველას ბოდიშს ვუხდი მოსაწყენი ბრძოლის გამო, მაგრამ 5 რაუნდი ვიბრძოლე და ამას სწრაფად ვერ გავაკეთებდი. მომთმენი უნდა ვყოფილიყავი. ეს ჩემი პირველი ტიტულია და ძალიან ბედნიერი ვარ.“

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გამიკვირდა, რომ ქამარი ვაკანტური გახადა“ - ბელალ მუჰამედი ილია თოფურიაზე
„გამიკვირდა, რომ ქამარი ვაკანტური გახადა“ - ბელალ მუჰამედი ილია თოფურიაზე