Sofascore: ცნობილია ზურიკო დავითაშვილის შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიენმა ანჟერს უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა მასპინძელთა ფეხბურთელები შეაფასა. ზურიკო დავითაშვილს მეორე საუკეთესო შეფასება ერგო.
Sofascore:
ლარსონერი(6.8), მაჩონი(7.1), ბატუბინსიკა(6.3), ნადე(6.6), პეტროტი(6.8), ბუშარი(6.8), ეკვა(7.4), ტარდიუ(7.7), კარდონა(9.1), სტასინი(6.9), ნ’გუსანი(6.3), დავითაშვილი(8.1), ბერნაუერი(5.8), მუთონი(6.7), ბოაკიე(6.8).
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. 45 წუთში ქართველმა შემტევმა ორი საგოლე პასი მიითვალა.
ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკომ ლიგა 1-ის 22 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.