ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილის 2 საგოლე პასი | ცვლილებაზე შემოვიდა და თამაში შეცვალა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში „სენტ-ეტიენისა’’ და „ანჟეს’’ შეხვედრა 3:3 დასრულდა.

„სენტ-ეტიენის’’ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე დასვა და შესვენების შემდეგ, 1:2-ზე ჩართო თამაშში. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ზურიკო სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ჰორნელანდმა ზურიკოს ნაცვლად სასტარტოში 16 წლის ჯილიან ნგესანი დააყენა. ზურიკომ სწორედ ფრანგი თინეიჯერი შეცვალა.

52-ე წუთზე ზურიკოს საგოლე პასის შემდეგ ეკვამ ანგარიში გაათანაბრა. 74-ე წუთზე დავითაშვილმა ფლანგზე იაქტიურა, საჯარიმოში შეიჭრა და მისი პასით კარდონამ „სენტ-ეტიენი’’ დააწინაურა. გოლის გატანა ქართველ ფეხბურთელსაც შეეძლო, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

ლიგა 1-ის 22 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა, საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 11 საგოლე მოქმედება საკმაოდ კარგი შედეგია.

მასპინძლებმა ქართველის დახმარებით 1:2-დან თამაში შემოატრიალეს, თუმცა დამატებულ წუთზე „ანჟემ’’ პენალტი მოიპოვა, ალჟირელმა ჰიმად აბდელიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, გუნდი მარცხისგან იხსნა - 3:3.

18-გუნდიან ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენი'' 19 ქულით მე-16 ადგილზეა, ფლეი-ოფის ზონაშია. მომდევნო ტურში, პირველ მარტს „ნიცას'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილმა გაიტანა - კაცნაკლულმა გრანადამ ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა
წიტაიშვილმა გაიტანა - კაცნაკლულმა გრანადამ ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა